ოფიციალურად: ზურაბ მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე კვირის წინ, ექსკლუზიურად გამცნეთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო თანაბომბარდირი, ზურაბ მუსელიანი (ზორან მარუშიჩთან და ჯოვინო ფლამარიონთან ერთად) კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებდა, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი, "გიეონგნამში" ითამაშებს, რომელიც სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის.
ზურაბ მუსელიანი 2023 წლის სეზონში "გაგრაში" თამაშობდა, იქამდე კი "ვიტ ჯორჯიასა" და ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში უთამაშია, რომლის კარშიც ერთ მატჩში გოლების სარეკორდო რაოდენობა, 7 გაიტანა.
