Belive

ლუის დე ლა ფუენტე იამალზე: "ეს ამბავი გამიკვირდა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ლამინე იამალის შესახებ საუბრობს. კონკრეტულად, 18 წლის სუპერვარსკვლავი ესპანეთის ნაკრების შეკრებიდან ბარსელონაში დაბრუნდა, რითაც ფურია როხასა და კატალონიურ გრანდს შორის არსებულ დაძაბულობაზე საუბარი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.

"არსებობს პროცედურები, რომლებიც ფედერაციის კონტროლის მიღმა ტარდება. ასეა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გამიკვირდა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. უცნაურია, როცა თქვენ არ გაქვთ წინასწარი ინფორმაცია, არ იცით დეტალები და მე ვამტკიცებ, რომ როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ გაიგებთ, გაოცდებით", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები