ზურაბ მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
ჩვენი ინფორმაციით, ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, ზურაბ მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
24 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც 17 გატანილი გოლით წლის საუკეთესო მეგოლის სტატუსი "დინამო თბილისისა" და "დინამო ბათუმის თავდამსხმელებთან, შესაბამისად ზორან მარუშიჩთან და ჯოვინო ფლამარიონთან გაინაწილა "გიეონგნამში" გააგრძელებს.
გუნდი სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, 2023 წლის სეზონში უმაღლეს ლიგაში ასვლის შანსი პლეი-ოფის ფინალის წაგების შემდეგ დაკარგა, ახალი წლიდან კი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
რაც შეეხება ზურაბ მუსელიანს, ის 2023 წლის სეზონში "გაგრაში" თამაშობდა, წარსულში "ვიტ ჯორჯიასა" და ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში უთამაშია, წელს კი ამ გუნდის კარში ერთ მატჩში გოლების სარეკორდო რაოდენობა, 7 გაიტანა.