Belive

მამარდაშვილის ღირსეული საქციელი: ქართველი მეკარე ბუდიმირს დაუკავშირდა და გაამხნევა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანური სპორტული მედიის განხილვის ობიექტად კიდევ ერთხელ იქცა: ამჯერად, მოედანს მიღმა ღირსეული საქციელით. ამის შესახებ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ "ვალენსიასა" და "ოსასუნას" მატჩში, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის ეგიდით გაიმართა (1:0 ქართველი ფეხბურთელის გუდნის გამარჯვებით), მამარდაშვილი და (რომელმაც კარის მშრალად შენახვა ამ სეზონში მეთორმეტედ მოახერხა), მეტოქე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ანტე ბუდიმირი ერთმანეთს შეეჯახნენ და ხორვატმა ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ მეტოქე გუნდის თავდამსხმელს პირიდან სისხლდენა ჰქონდა და კლინიკაში აღმოჩნდა. მას გულმკერდის არეში დაზიანება ჰქონდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მან ამბის შეტყობის შემდეგ დაჟინებით მოითხოვა, რომ ანტე ბუდიმირის ტელეფონის ნომერი გაეგო, რის მერეც ხორვატს პირადად ესაუბრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხა და გაამხნევა.

"ოსასუნას" 32 თავდამსხმელი თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ, მოედანს იმაზე უფრო ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ეს ექიმების მიერ ნავარაუდები ერთთვიანი პერიოდია.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩიდან 12-ში გიორგი მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა და მას გუნდის ისტორიული შედეგების გამეორების შანსი აქვს.

გიორგი მამარდაშვილმა ნეტოს გადაასწრო და ისტორიულ შედეგებს უახლოვდება
გიორგი მამარდაშვილმა ნეტოს გადაასწრო და ისტორიულ შედეგებს უახლოვდება

სხვა სტატიები