Belive

"გიორგი მამარდაშვილს ტრავმა აქვს" - ესპანური გამოცემა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" ქართველ მაკარე გიორგი მამარდაშვილს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Chiringuito აქვეყნებს. 24 წლის მეკარე სამედიცინო შემოწმებას კვლავ გადის, რათა დადგინდეს თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა.

უახლეს ინფორმაციას Geo Team აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ფეხბურთელი ვარჯიშს 3-4 კვირაში განაახლებს.

გიორგი მამარდაშვილმა დაზიანება "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მიიღო, ის 28-ე წუთზე მინდორზე დისკომფორტის გამო დაეცა, რამაც მატჩში მცირეხნიანი პაუზა გამოიწვია. ქართველმა მეკარემ მატჩის გაგრძელება შეძლო, მაგრამ საბოლოოდ ტრავმა არც თუ ისე მსუბუქი აღმოჩნდა.

რამდენიმე წყაროს ცნობით გიორგის მომდევნო მატჩებში დიმიტრიევსკი შეცვლის, რომელიც "ვალენსიას" სათადარიგო მეკარეა, ის "ღამურებმა" ზაფხულში იყიდეს და მხოლოდ ესპანეთის თასის შეხვედრებში უთამაშია.

"ვალენსიის" რიგებში კიდევ ერთი პრობლემაა, მათ ხოსე ლუის გაია 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებათ, მასაც ბარძაყის არეში მიკრო ტრავმა აქვს, ტესტების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ ის წინასაშობაო 3 შეხვედრას "ვალიადოლიდის", "ესპანიოლის" და "ალავესის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

სხვა სტატიები