Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა რეალ სოსიედადის წინააღმდეგ?

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის მე-8 ტურის შეხვედრაში "რეალ სოსიედადმა" საკუთარ არენაზე "ვალენსია" მიიღო და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილს Sofascore-მა 6.5 შეფასება დაუწერა. ქართველ მეკარეს 3 სეივი ჰქონდა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 28-დან 18 (64%).

Whoscored-მა ქართველ მეკარეს 6.1 შეფასება დაუწერა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "ვალენსია" 5 ქულით მე-18 პოზიციაზეა (1 მოგება, 2 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო მატჩს "ღამურები" 4 ოქტომბერს "ლეგანესის" წინააღმდეგ გამართავენ, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები