Belive

Corriere dello Sport: "კვარაცხელია სასუოლოსთან დაბრუნდება"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა. როგორც ცნობილი გახდა სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა ქართველი შემტევი თავად გრძნობდა ფეხებში დისკომფორტს.

"ფროზინონესთან" მატჩი "ნაპოლიმ" 1:3 მოიგო, რუდი გარსიამ კი განაცხადა, რომ წინ დამღლელი სეზონია და მისთვის ყველა მოთამაშე საჭიროა.

რუდი გარსია: "დღეს მე მშიერი გუნდი დავინახე"
რუდი გარსია: "დღეს მე მშიერი გუნდი დავინახე"

ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია, მომდევნო ტურში, "სასუოლოსთან" დაბრუნდება.

ქართველი შემტევის მიზანია, რომ "სასუოლოსთან" სასტარტოში დაბრუნდეს, ეს კი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მისი პრობლემა ფეხის კუნთებთან დაკავშირებით, მოგვარებულია.

დროის გასვლასთან ერთად იგი კარგ კონდიციაში შედის და მოწადინებულია, რომ კვირას პოლიტანოსთან და ოსიმენთან ერთად შემტევი ტრიო შექმნას. - წერს იტალიური გამოცემა

"ნაპოლისა" და "სასუოლოს" მატჩი, კვირას, 27 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები