"მაცარი კვარას მოედნის ცენტრში დატვირთვას აპირებს" - Corriere dello sport
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
Corriere dello sport საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვალტერ მაცარი "მილანთან" მატჩში მის გამოყენებას უფრო მეტად მოედნის ცენტრში აპირებს.
"ვერონასთან" ჩატარებულ მატჩში "ნაპოლიმ" ენთუზიაზმის გაზრდისკენ მიმავალი ახალი გზა იპოვა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გავლენის მოხდენის სურვილი არასდროს დაუკარგავს, ამ მატჩში განსაკუთრებული ლიდერის მანტიას ისხამდა.
ვალტერ მაცარის მიზანია, რომ კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან უფრო ხშირად ცენტრისკენ შემოწიოს, იპოვნოს ბალანსი და გალიაში დამწყვდეული ცხოველი გაათავისუფლოს. ციფრები, მის პოზიტიურ ენერგიაზე მეტყველებს: კვარა ის ფეხბურთელია სერია A-ში, რომელზეც მეტოქეები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ, ასევე მას მიმდინარე სეზონში კარის მიმართულებით ყველაზე მეტჯერ აქვს დარტყმული", - წერს Corriere dello sport.
22 წლის ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება მის გუნდს, "ნაპოლის" 22 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ში 35 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს "პარტენოპეი" 11 თებერვალს, "სან სიროზე", "მილანთან" გამართავს.