Belive

რუდი გარსია: "დღეს მე მშიერი გუნდი დავინახე"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონმა "ნაპოლიმ". კამპანიელებმა, რომელთაც დღეს ხვიჩა კვარაცხელია აკლდათ, სტუმრად, გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 1:3 სძლიეს, საწყისი ჩამორჩენის შემდეგ ჯერ პოლიტანომ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა დუბლი გაიფორმა.

სადებიუტო ოფიციალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, რომელმაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

ვფიქრობ მსაჯმა იმიტომ გამაფრთხილა რომ ჩემთან მოსალმება სურდა.

ვიცოდი რომ "ფროზინონეს" უკან ბევრი სივრცე დარჩებოდა და ასე ამიტომ ვითაამშეთ, ჩვენ სწრაფი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც მსგავსი მომენტების გამოყენება შეუძლიათ. მომეწონა გუნდის სიმშვიდე და თანმიმდევრულობა, პენალტს თუ არ ჩავთვლით დაცვამ კარგად იმუშავა და მერეტსაც ბევრი საქმე არ ჰქონია. მიხარია, რომ ზიელისკის სახეზე ღიმილს ვხედავ, ყველას გვიხარია, რომ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ვიქტორ ოსიმენს შეჯიბრი უყვარს, მას უბრალოდ უნდა მისცეთ რაღაც, რისთვისაც უნდა იბრძოლოს და მაშინვე აენთება, ვარჯიშზეც კი, გახსნით მატჩში დუბლი შესანიშნავია.

აბსოლუტურად ყველა მოთამაშე მჭირდება, წინ მინიმუმ 55 მატჩიანი მარათონი გველის. - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა

მომდევნო მატჩს "პარტენოპეი" 27 აგვისტოს, შინ "სასუოლოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები