Belive

კვარა მწყობრშია - ქართველი ფეხბურთელი ემპოლისთან ითამაშებს

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემების მოგვარების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა.

"ნაპოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სრულყოფილად მწყობრშია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სერია A-ს უახლოეს ტურში, "ემპოლისთან" სათამაშოდაც მზად იქნება. საბა გოგლიჩიძის გუნდთან სტუმრად ჩასატარებელ მატჩში მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება.

"ნაპოლის" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 მატჩის შემდეგ 49 ქულა აქვს დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს, მას იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში 10 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასი აქვს და წინა გათამაშებაში დაფიქსირებული ინდივიდუალური სტატისტიკის გაუმჯობესების შანსიც ექნება.

სხვა სტატიები