Belive

ბუდუ ზივზივაძის ორი გოლი მეორე ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონის საწყისი სათამაშო კვირა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძისთვის წარმატებული გამოდგა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ნიურბერგთან" მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა და თავის გუნდს ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მატჩი მოაგებინა (3:2).

ჩემპიონატის შესანიშნავ სტარტს არაერთი აღიარება მოჰყვა, მათ შორის გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის მხრიდან. მეორე ბუნდესლიგის ოფიციალური ვერსიით შედგენილ ტურის საუკეთესო ხუთ გოლს შორის ორი სწორედ 30 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი მოხვდა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო გოლების ხილვა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

საწყის ტურში მოპოვებული სამი ქულის შედეგად "კარლსრუე" ჩემპიონატის 8 თანალიდერს შორისაა, მომდევნო მატჩს გუნდი "დიუსელდორფთან" 10 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები