Belive

ბუდუს ბენეფისი - ქართველი ფეხბურთელის შეფასება ნიურნბერგის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში "კარლსრუე" "ნიურნბერგს" დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის დაწყებიდან 31 წუთში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 0:2-ს აგებდა, რის შემდეგაც ბუდუმ გაიბრწყინა და მატჩი ინდივიდუალურად შესრულებული ჰეთ-თრიქის მეშვეობით შემოატრიალა. პირველი გოლი ქართველმა ფორვარდმა 45+2 წუთზე გაიტანა, მეორე 73-ზე, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 79 წუთზე გაიტანა, ყველა გოლი ერთმანეთზე უკეთესი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ს მიხედვით, რა თქმა უნდა ყველაზე მაღალი შეფასება 9.8 დაიმსახურა. მატჩში ბუდუს გარდა უმაღლესი შეფასება 7.7 იყო. 30 წლის ფორვარდმა კარში 3-ჯერ დაარტყა და ყველა გაიტანა, ამას გარდა მისი დარტყმული ბურთი ერთხელ კარის ჩარჩოს აცდა, ერთხელაც კი დაიბლოკა. 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის შესრულების მცდელობა და წარმატებული 3 იყო, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 15 გადაცემა გააკეთა და 12 ზუსტად (80%), 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა 6 მოიგო.

Whoscored-მაც ანალოგიური შეფასება 9.8 დაუწერა.

ბუდუ ზივზივაძე ნიურნბერგის წინააღმდეგ

მომდევნო მატჩს "კარლსრუე" "დიუსელდორფის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები