Belive

"ვინ თუ არა ის: ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო მოთამაშეა" - კარლსრუეს ოფიციალური გვერდი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში "კარლსრუემ" "ნიურნბერგს" ბუდუს ჰეთ-თრიქით 3:2 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, დღეს კი "კარლსრუეს" ოფიციალურმა გვერდმა ფოტო დადო, სადაც წერია, რომ "ვინ თუ არა ის: ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო მოთამაშეა, საკმაოდ ძლიერი პერფორმანსი ბუდუ."

შეხვედრის დაწყებიდან 31 წუთში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 0:2-ს აგებდა, რის შემდეგაც ბუდუმ გაიბრწყინა და მატჩი ინდივიდუალურად შესრულებული ჰეთ-თრიქის მეშვეობით შემოატრიალა. პირველი გოლი ქართველმა ფორვარდმა 45+2 წუთზე გაიტანა, მეორე 73-ზე, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 79 წუთზე გაიტანა, ყველა გოლი ერთმანეთზე უკეთესი იყო

სხვა სტატიები