Belive

კონფერენს ლიგა | საწყის ეტაპზე სამივე ქართული კლუბი განთესილი იქნება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის ახალი სეზონის საწყის ეტაპზე მონაწილეობას 3 ქართული კლუბი, დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა მიიღებენ.

უკვე ცნობილია, რომ ახალ სეზონში საწყის ეტაპზე გამოსვლას სამივე გუნდი განთესილის სტატუსით დაიწყებს. დინამო თბილისი, რომელიც ევროპულ შეჯიბრებებში შარშანდელი სეზონის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდა, ისტორიულად დაგროვებული კოეფიციენტის გამო, გორის დილა ასევე წარსულში დაგროვებული ქულების გათვალისწინებით, ხოლო ქუთაისის ტორპედო ისტორიაში სადებიუტოდ განთესილის სტატუსს მიიღებს. ტორპედოსთვის ამ სტატუსის მიღება სადებიუტოდ იმან განაპირობა, რომ გუნდი ზედიზედ მეოთხე სეზონია ევროპული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებს მონასწილეობას.

საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს უნდა შედგეს, მატჩები კი 9 და 16 ივლისს გაიმართოს.

სხვა სტატიები