Belive

ვილი სანიოლი: "B ლიგაში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ"

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის საწყისი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და სხვადასხვა თემის შესახებ საუბრობს.

"ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენი გუნდის ფეხბურთელების დიდი ნაწილი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად საკმაოდ გადაღლილები გახლდნენ. ზაფხულის შემდეგ, ფეხბურთელების უმრავლესობას ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია და მათი დაღლა ლოგიკური ამბავია. ახლა, ისინი კარგ ფორმაში არიან.

მართალია გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია სომხეთთან საწყის მატჩში დაგვაკლდებიან, მაგრამ ისინი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრები არიან და ერევანში ჩვენთან ერთად იქნებიან. ამის ფონზე, ნაკრებში ახალწვეულებს შანსი მიეცემათ, მათ შორის საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

ერევანში გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ის თავისი გუნდის კაპიტანი გახლავთ და ნაკრებში დიდი გამოცდილება აქვს.

კავკასიურ დერბიში ძალიან რთული მატჩები გველოდება. შესაძლოა, ჯერ ჩვენ A დივიზიონის დონეს არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ აღარც C ლიგაში თამაშს ვიმსახურებთ. ასე რომ, B დივიზიონში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ახლახანს ჩაიბარა და შესაბამისად, მის სათამაშო სტილზე საუბარი ძნელია, მაგრამ მე მახსოვს მისი საბერძნეთის ნაკრები და ამსტერდამის "აიაქსის" სათამაშო ფორმაცია, რომელიც 4 მცველისგან შედგებოდა. არ ვიცი, რამდენად გააგრძელებს ჯონ ვანტ სხიპი სომხეთის ნაკრებში ამ სტილის დანერგვას.

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ახლახანს ჩაიბარა და შესაბამისად, მის სათამაშო სტილზე საუბარი ძნელია, მაგრამ მე მახსოვს მისი საბერძნეთის ნაკრები და ამსტერდამის "აიაქსის" სათამაშო ფორმაცია, რომელიც 4 მცველისგან შედგებოდა. არ ვიცი, რამდენად გააგრძელებს ჯონ ვანტ სხიპი სომხეთის ნაკრებში ამ სტილის დანერგვას.

გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან გამოვიძახეთ, მათი უმრავლესობა ახლა საქართველოს ფარგლებს მიღმა თამაშობს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები კარგ ფორმაში იყვნენ და გადაწყვეტილებასაც ასე ვიღებ, ხოლო ის თუ სად თამაშობენ ახლა ისინი, შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ატარებს. იმედია, მომავალში, საქართველოს ნაკრებში შიდა ჩემპიონატიდან ფეხბურთელები დაბრუნდებიან.

ლუკა ლაცაბიძე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავლის პროექტის ნაწილია.", - ვილი სანიოლი.

2025 წლის საწყის მატჩებში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართ პლეი-ოფში სომხეთს შეხვდება. 20 მარტს საქართველოს ნაკრები ერევანში სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 რიცხვში, სომხეთს თბილისში უმასპინძლებს.

სხვა სტატიები