Belive

შენგელიას 15 ქულა ვირტუსს მიუნხენში მოსაგებად არ ეყო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მარკო ბელინელისთან ერთად თორნიკე შენგელიამ ვირტუსს მიინხენში ულიდერა, მაგრამ ბაიერნის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, იტალიურმა კლუბმა ევროლიგის მე-11 ტურში, ბაიერნის წინააღმდეგ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, შემდეგ გერმანელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს.

ბაიერნმა სამ პერიოდში ვირტუსს შანსი არ დაუტოვა, საბოლოოდ კი 90:76 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიას ისევ გამორჩეული თამაში ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა, რის შედეგადაც მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 15 აღმოჩნდა.

ვირტუსში შენგელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარკო ბელინელის ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაიერნის ესპანელი ლიდერი სერჟ იბაკა იყო ორმაგი დუბლით – 24 ქულა და 13 მოხსნა.

ვირტუს ბოლონია 11 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, ბარსელონას უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები