Belive

"მე უბრალოდ გუნდის ნაწილი ვარ, MVP მთლიანად გუნდია" - თორნიკე შენგელია

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ბაიერნი" 72:82 დაამარცხა. მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი 20 ქულა ჩააგდო, მან 28:08 წუთში ასევე 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

მე უბრალოდ გუნდის ნაწილი ვარ, MVP მთლიანად გუნდია. ამდენი ტრავმის ფონზე ჩემთვის თამაში ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი სრული ვარჯიში ჩავატარე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რადგან სწორედ ისინი მაძლევენ იმ სივრცეებს, რომ კარგად ვითამაშო. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ნდობისთვის, რასაც მწვრთნელი მიცხადებს. ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო, დღევანდელი გამარჯვებით ბედნიერი ვარ, რადგან ეს იოლი არ იყო, "ბაიერნი" დიდებული გუნდია და დარბაზშიც შესანიშნავი ატმოსფერო იყო.

ჩვენმა მებრძოლმა ხასიათმა თამაშში დაგვტოვა, ბოლო მეოთხედში მეტოქე მხოლოდ 2 ქულით ჩამოგვრჩებოდა, მაგრამ როგორც მწვრთნელი გვთხოვს ჩვენ ბრძოლა მაინც ბოლომდე გავაგრძელეთ და შედეგიც დავდეთ, ვფიქრობ, ეს იყო მთავარი. - თორნიკე შენგელია

"ვირტუს ბოლონია" 7 მოგებით და 15 მარცხით ევროლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ს ეგიდით, "კრემონას" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20 იანვარს 23:00 საათზე გაიმართება.