თორნიკე შენგელია სერია A-ს ნოემბრის თვის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,ვირტუს ბოლონიას'' ფორვარდი, თორნიკე შენგელია სერია A-ს ნოემბრის თვის ,,ოცნების გუნდში'' შეიყვანეს.
ქართველი კალათბურთელის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში ჯასტინ რობინსონი (ტრაპანი), ამედეო დელა ვალე (ბრეშა), ოსვალდას ოლისევიჩიუსი (ტრევიზო) და ენტონი ლემბი (ტრენტო) მოხვდნენ.
შენგელია ნოემბერში იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში საშუალოდ 15 ქულას, 3.5 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ,,ვირტუსმა'' კი 4-დან 3 მატჩი მოიგო.
სერია A-ს 8 ტურის შემდეგ, თორნიკეს გუნდი 7 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და მხოლოდ ,,ტრენტოს'' ჩამორჩება.
Il 𝗗𝗥𝗘𝗔𝗠 𝗧𝗘𝗔𝗠 𝗨𝗠𝗔𝗡𝗔 del mese di novembre! 🤩
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) November 27, 2024
Robinson - Della Valle - Olisevicius - Lamb - Shengelia 🏀#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/V9LmXvZe6n