მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს.
ვილი სანიოლისთვის სადებიუტო მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველო: გიორგი ლორია - გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია - ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია (4-3-3).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
შვედეთი: რობინ ოლსენი - კარლ მიქაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი - დეიან ულუშევსკი, სებასტიან ლარსონი, ვიქტორ კლაესონიი, - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსანდრ ისაკი (4-4-2).
მთავარი მწვრთნელი: იან ანდერსონი.