სერბული მედია: "300 000 ევრო - აზაროვი ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელი გახდება"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, "პიუნიკთან" "ცრვენა ზვეზდას" დამაჯერებელი ტრიუმფიდან რამდენიმე საათიც არ გასულა და გუნდის კვლავ გაძლიერების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოჩნდა. როგორც ირკვევა, კლუბის ახალი შენაძენი მათ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი იქნება. აზაროვი საქართველოს ნაკრების სტაბილური წევრი უკვე წელიწადნახევარია გახდა და ასევე რეგულარულად თამაშობს "დინამო ბათუმში". "ცრვენა ზვეზდას" ხელმძღვანელებმა მასში მილან როდიჩისთვის მარცხენა მცველის პოზიციაზე ალტერნატივა მოძებნეს და საამისოდ, ბათუმური კლუბისთვის, კონტრაქტის გამოსასყიდად გადასახდელი 300 00 ევრო მოამზადეს. ის არის შემტევი მახასიათებლების მქონე მცველი. Transfermarkt-ის მიხედვით მისი საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის 1 200 000 ევროა, ის ერთ-ერთია საქართველოს ჩემპიონატის იმ სამ მოთამაშეს შორის, რომლის ღირებულება 1 000 000 ევროზე მეტია. სერბეთის მოქმედი ჩემპიონი აზაროვთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს", - წერს sportske.net-ი Sportski Journal-ზე დაყრდნობით.ირაკლი აზაროვი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, ხოლო "დინამო ბათუმს" 2021 წლის იანვარში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 64 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, აქ მის აქტივში 8 მატჩში 3 საგოლე პასია.