რუსულ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინგლისის პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება.
20 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით ინგლისის ელიტარული დივიზიონის სამი გამორჩეული კლუბი, "ვესტ ჰემი", "საუთჰემპტონი" და "ევერტონი" ინტერესდება.
ამ ინფორმაციას ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელკისიც ადასტურებს, რომელიც 1991-95 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში", ხოლო 1995-97 წლებში "ევერტონში" თამაშობდა: "პრემიერ ლიგაში თამაში არც ისე ადვილია, ეს რუსეთი არ არის. ხვიჩას "ევერტონში" გადასვლა შესაძლებელია, რადგან იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ".
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას აქტივში ყაზანის "რუბინის" მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კვარაცხელიამ ეროვნული გუნდის მაისურით 2021 წელს 7 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის თანაბომბარდირი გახდა.