პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად ლუის დიასი შეარჩია
პარი სენ-ჟერმენმა მიუნხენის ბაიერნის გარემარბი, ლუის დიასი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ შეარჩია. პარიზული კლუბი კოლუმბიელის დამატებას ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შექმნილი დანაკლისის შესავსებად განიხილავს.
კოლუმბიური გამოცემა Areacucuta-ს ინფორმაციით, რომელსაც FOOT01 ავრცელებს, ლუის ენრიკე და ლუის კამპოსი 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. პარიზელებს სურთ, ისეთი გარემარბი დაიმატონ, რომელიც მარცხენა ფლანგზე ქართველ ვინგერს ჩაანაცვლებს.
დიასმა ბაიერნში წარმატებული სეზონი ჩაატარა და ყველა ტურნირზე 26 გოლი და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი სათამაშო სტილი და მრავალწლიანი გამოცდილება პარიზული კლუბის მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება. მაგრამ ინტერესის მიუხედავად, ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება.
კოლუმბიელ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს, რაც პარიზელებს სეზონის შუაში გერმანული გრანდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის შესაძენად სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პსჟ-ს დიასის დასამატებლად, საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ.
PSG identify Luis Diaz as priority transfer target to replace injured Khvicha Kvaratskhelia ⚡️🔥 pic.twitter.com/bJu2jYYoWR
— GOAL (@goal) November 11, 2026