პსჟ კვარაცხელიასთან, დემბელესთან და დუესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
Canal Plus-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი უსმან დემბელესთან, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ასევე წამოიჭრა პარიზელთა მეკარის, მატვეი საფონოვის კონტრაქტის საკითხიც. ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები დემბელესთან მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმებას წელიწადზე მეტია ცდილობენ. ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულებას კიდევ ორი წლით გაახანგრძლივებს, რითაც ის პარიზულ კლუბში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
რაც შეეხებათ კვარაცხელიას, დუესა და საფონოვს, სამივე ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. გამოცემის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი მოლაპარაკებებს სხვა წამყვან ფეხბურთელებთანაც აწარმოებს. მათ შორის არიან გუნდის კაპიტანი, მარკინიოსი, უორენ ზაირ-ემერი, ვიტინია, აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში.
🚨🚨 INCROYABLE ! OUSMANE DEMBÉLÉ, DÉSIRÉ DOUÉ, KVARA ET SAFONOV VONT TOUS PROLONGER AVEC LE PSG !!! ❤️💙✍️
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) November 19, 2026
(@CanalplusFoot) pic.twitter.com/ZHzL6QLlLo