კვარაცხელია 50-ეულს მიღმა | ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Football Ranked-ის ალგორითმის მიხედვით
პლატფორმა Football Ranked-მა 50 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. მათი ღირებულება მხოლოდ ალგორითმულად, მატჩებში ნაჩვენები შედეგებითაა გამოთვლილი, ყოველგვარი ადამიანური მოსაზრებისა და სუბიექტურობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ტოპ-50-ში მაღალ პოზიციებზე გვხვდებიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთა საბაზრო აღქმა ხშირად განსხვავდება კლასიკური სატრანსფერო რეიტინგებისგან.
ტოპ-50-ში ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა. პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევის ღირებულება 85,8 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, Football Ranked-ის ლიგა 1-ის შეფასებებში კვარაცხელია რეიტინგის მე-7 პოზიციაზეა.
50-ეულში ყველაზე მეტი - 8 ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიდანაა, 6-6 რეალიდან, ბარსელონადან, პსჟ-დან და არსენალიდან, 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ბაიერნსა და ბრაიტონს, 2-2 - ტოტენჰემსა და ჩელსის, თითო-თითო კი ლივერპულს, ასტონ ვილას, რომას, ლაიფციგს, დორტმუნდს, ნიუკასლს, ატლეტიკოსა და კომოს:
ლამინ იამალი - 250 მილიონი ევრო
მაიკლ ოლისე - 211,1 მილიონი ევრო
პაუ კუბარსი - 200 მილიონი ევრო
ერლინგ ჰოლანდი - 176 მილიონი ევრო
კილიან მბაპე - 171,6 მილიონი ევრო
დეზირე დუე - 167,9 მილიონი ევრო
რაიან შერკი - 157,5 მილიონი ევრო
ჯუდ ბელინგემი - 153 მილიონი ევრო
არდა გიულერი - 144,7 მილიონი ევრო
ელიონტ ანდერსონი - 141,7 მილიონი ევრო
ნიკო პასი - 86,1 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 85,8 მილიონი ევრო
შარლ დე კეტელარე - 85,7 მილიონი ევრო
აბსოლუტურად განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს Transfermarkt. მაგალითისთვის, პორტალი კვარას 140 მილიონ ევროდ აფასებს, მასზე ძვირადღირებული ფეხბურთელები კი მსოფლიოში მხოლოდ ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, ჯუდ ბელინგემი და პედრი არიან.
The most valuable players in world football, based only on data:
— Football Ranked (@footballrankedx) November 19, 2026
1⃣ 🇪🇸 Lamine Yamal (Barcelona) — €250.0M value
2⃣ 🇫🇷 Michael Olise (Bayern) — €211.1M
3⃣ 🇪🇸 Pau Cubarsí (Barcelona) — €200.0M
4⃣ 🇳🇴 Erling Haaland (Man City) — €176.1M
5⃣ 🇫🇷 Kylian Mbappé (Real Madrid) —… pic.twitter.com/BWVQfGIxre