Belive

"ნაპოლის ამ შემადგენლობას სრულ ნდობას ვუცხადებ" - ანტონიო კონტე

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტეს მეთაურობით "ნაპოლიმ" სერია A-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ბოლონიასთან" 3:0 გამარჯვების მთავარი გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გაიბრწყინა და ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თვითონ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა აღფრთოვანება ვერ დამალა და გუნდზე დადებითად ისაუბრა.

ამ გუნდის ფეხბურთელებს უდიდეს ნდობას ვუცხადებ და მინდა, რომ ჩვენთან რაც შეიძლება მეტი მათგანი დარჩეს. ისინი კარგი ბიჭები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. "ვერონასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, პირველ რიგში მე ვიყავი იმედგაცრუებული. რთული კვირა იყო, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ.

ეს ერთად შევძელით. ყველა გახარებულია. ბედნიერების ეს განცდა გასახდელშიც უნდა გავიყოლოთ, რადგან წინსვლისკენ სწორედ ასეთი მომენტები გვიბიძგებს.

გავიმარჯვეთ საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ და ამან თავდაჯერება უნდა შეგვმატოს. უნდა დავინახოთ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად ყოფნით. ბიჭებმა ნათლად წარმოაჩინეს, რომ თამაშობდნენ გულით და თავგანწირვით - ეს სწორედ ისაა, რისი ხილვაც ფანებს სურთ. - ანტონიო კონტე.

31 აგვისტოს, სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" "პარმას" უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები