Belive

ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელია: ტოსკანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა (პლუს კონტრაქტის კიდევ რამდენიმე სეზონით გახანგრძლივების ოფცია, ჩემპიონთა ლიგის ზონაში კვალიფიკაციის შემთხვევაში).

1959 წელს ფლორენციის პროვინციაში, ჩერტალდოში დაბადებულმა სპალეტიმ, მწვრთნელის კარიერა 30 წლის წინ დაიწყო, მან იტალიის სერია C მოიგო და შემდეგ სერია A-ში აღმოჩნდა, რითაც იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მწვრთნელად დაიმკვიდრა თავი.

სპალეტი ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, მან უდინეზე ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ევროპულ ტურნირებზე გაიყვანა. ამის შემდეგ იყო რომა, სადაც 4 სეზონი გაატარა - იტალიის 2 თასი და ერთი იტალიის სუპერთასი მოიგო.

2009 წლიდან 2014 წლამდე, სპალეტი სანქტ-პეტერბურგის ზენიტს ხელმძღვანელობდა, იტალიაში დაბრუნებულმა ჯერ ისევ რომა, შემდეგ კი ინტერი ჩაიბარა. 2022/23 წლების სეზონში სპალეტიმ ნაპოლის ოცნება აუხდინა და მესამე ჩემპიონობა მოუტანა (სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია გახდა). ბოლოს, გასული სეზონის ივნისამდე, ის იტალიის ნაკრებს თავკაცობდა.

სხვა სტატიები