Belive

ნაპოლის პირველი გამარჯვება - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში, "ვერონასთან" განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ, "ნაპოლიმ" რეპუტაცია საშინაო არენაზე აღიდგინა და "ბოლონია" დამაჯერებლად დაამარცხა.

"პარტენოპეიმ" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ ორ გოლში ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა. ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა ჯერ ჯოვანი დი ლორენცოს გაუკეთა ფენომენალური საგოლე პასი, შემდეგ კი თავად აიღო მეტოქის კარი.

კვარა მოედანზე საუკეთესო იყო და შესაბამისად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. Flashscore-მ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.9 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. Whoscored-მა კვარა 9.86 ქულით შეაფასა და ასევე საუკეთესოდ დაასახელა, Sofascore-მ კი კვარაცხელიას 9.3 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, სერია A-ს მესამე ტურში, "ნაპოლისა" და "პარმას" დაპირისპირება შედგება. მატჩი 31 აგვისტოს, ნეაპოლში გაიმართება.

სხვა სტატიები