Belive

ანტონიო კონტე: "იმედგაცრუებული და ნაწყენი არ ვარ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ნეაპოლელებისთვის ბოლო 3 დღეში ეს ლაციოსთან მეორე მარცხი იყო. 6 დეკემბერს, ანტონიო კონტეს გუნდი იტალიის თასის მერვედფინალიდან სწორედ რომაელებმა გააგდეს (3:1). იმ შეხვედრაში მწვრთნელმა ძირითადის ფეხბურთელები დაასვენა, გუშინ კი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, თუმცა ერთი და იმავე შედეგი დადგა. მატჩის შემდეგ კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვფიქრობ, ამ მატჩმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ - ჩვენი იდეაა ვიყოთ აგრესიული, ავიღოთ ინიციატივა და ვცდილობდეთ შევქმნათ სახიფათო სიტუაციები ბურთის ფლობისას.

არ ვარ იმედგაცრუებული და ნაწყენი. ვიცი, რომ სწორ გზაზე ვართ და ამ გზაზე აუცილებლად იქნება გარკვეული დაბრკოლებები, ამას არც მომავალში გამოვრიცხავ, მაგრამ ვნახე გუნდი, რომელიც აგრესიულია, სურს თამაშის კონტროლი, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ხარისხი საფინალო გადაწყვეტილებისას.

ბევრს ვმუშაობთ და მე ვხედავ ამ შრომის პირველ ნაყოფს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ხუთი თვის ვშეკრებილი გუნდი ვართ. არ მინდა ვნახო გუნდი, რომელიც უკან ზის და მუდამ თავს იცავს, ასეთ დროს კი კონტრშეტევების ალბათობა მაღალია - ამასაც გამოვასწორებთ. - განაცხადა ანტონიო კონტემ

ნაპოლიმ სატურნირო ცხრილში პირველობა დაკარგა, გუნდს 32 ქულა აქვს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფ "ინტერსა" და "ფიორენტინას" 31 ქულა აქვთ, თუმცა მათ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები