Belive

"სენსაციური კვარაცხელია" - Fooball Italia კვარას თამაშს ეხმაურება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეორე ტურის მატჩში, "ნაპოლიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა და ანტონიო კონტეს მეთაურობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. "პარტენოპეიმ" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ამ გამარჯვების მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თავად გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო - მატჩის დასრულების შემდეგ კი Football Italia-მ ქართველი ვარსკვლავის შესახებ მაჟორულ ნოტაზე ისაუბრა.

ანტონიო კონტეს ეპოქაში "ნაპოლიმ" პირველი გამარჯვება მოიპოვა - ხვიჩა კვარაცხელიამ კი გაიბრწყინა და ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თვითონ გაიტანა.

საგოლე გადაცემის შესრულების დროს კვარაცხელიამ გასაოცარი უნარები გამოავლინა. კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა, რომელიც ახლადდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუძღვნა. - Football Italia.

შეგახსენებთ, სერია A-ს მესამე ტურში, "ნაპოლისა" და "პარმას" დაპირისპირება შედგება. მატჩი 31 აგვისტოს, ნეაპოლში გაიმართება.

სხვა სტატიები