Belive

ნაპოლი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის დამატებას აპირებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" 2024/25 წლების სეზონიდან, ამჟამად, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, არტემ დოვბიკის დამატებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ წინა სეზონის სერია A-ს საუკეთესო მეგოლე, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს, მაშინ გუნდი "ჟირონას" ფორვარდის დამატებას შეეცდება.

უკრაინელი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლავთ. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს და ლა ლიგაში გატანილი 18 გოლით 32 სათამაშო კვირის შემდეგ საუკეთესო ბომბარდირია.

რაც შეეხება თავად "ნაპოლის", გარდა ნიგერიელი თავდამსხმელისა, დიდი ალბათობით გუნდს კიდევ ორი შემტევი, ჯოვანი სიმეონე და ჯაკომო რასპადორი დატოვებენ. არგენტინელი ფეხბურთელი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

გარდა არტემ დოვბიკისა, პოტენციურ სატრანსფერო სიაში "ლილის" თავდამსხმელი, კანადელი ჯონათან დევიდიც არის, რომელიც "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი ქვილითაიას და გიორგი ბერიძის თანაგუნდელი გახლდათ.

იტალიის სერია A-ში ნეაპოლელებს 49 ქულა აქვთ დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი 28 აპრილს, "რომასთან", საშინაო კედლებში უნდა გამართონ.

სხვა სტატიები