Belive

სანიოლი: ,,როცა სწრაფ გოლებს უშვებ, მატჩში დაბრუნება რთულია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ჩეხეთთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ტაქტიკაზე საუბრის საჭიროებას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, მატჩი არაერთმა ფეხბურთელმა ჩააგდო. თამაშის შეცვლა პირველივე ტაიმში ვცადეთ. დავითაშვილმა ინტენსივობა შეგვმატა, შეხვედრაში დიდი მოტივაციით ჩაერთო. თუმცა, როცა 2 სწრაფ გოლს გაუშვებ, დაბრუნება ძალიან რთულია.

მარცხის მიუხედავად, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით. გასახდელშიც ვამბობ, რომ დეტალები მნიშვნელოვანია და მეტი უნდა ვიმუშაოთ როგორც შეტევაზე, ისე დაცვაზე.

მომავალ მატჩში ვიცი, რომ ფეხბურთელები დამაკლდებიან, მაგრამ მოთამაშეები განსხვავებულ ფორმაში იქნებიან, ამიტომ წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

ქართველი ქომაგების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. მათ ვთხოვ, რომ ახლა კარგად დაისვენონ და მარტში ისევ გვიგულშემატკივრონ!'' - ვილი სანიოლი

ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

შედეგად, საქართველოს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა C დივიზიონის მეორედგილოსნებიდან ერთ-ერთთან მოუწევს.

C ლიგის მეორეადგილოსანთა, ანუ საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება:

  • სლოვაკეთი

  • ბულგარეთი

  • სომხეთი

  • კოსოვო/რუმინეთი

საქართველოს ნაკრების მეტოქე პარასკევს, 22 ნოემბერს გაირკვევა. მატჩები კი 2025 წლის 20-23 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები