la gazzetta dello sport: "კვარა ბედნიერი და მოტივირებულია, ის კონტესთვის დიდი ძალაა"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური მედია საშუალება la gazzetta dello sport საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში მამის სტატუსით, იმაზე უფრო ბედნიერი დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა: მას შვილი, დამიანე შეეძინა. კვარამ დაუყოვნებლივ მოახერხა ანტონიო კონტეს სამსახურში ჩადგომა.
"ბოლონიასთან" მატჩში ხვიჩას ნიჭის გამოყენების შესაძლებლობა ანტონიო კონტესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, კვარას შვილისთვის გოლის მიძღვნა უნდა და ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება", - წერს la gazzetta dello sport.
ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სერია A-ს საწყისი ტური "ვერონასთან" სტუმრად წაგებით (0:3) დაიწყეს, შემდეგ მატჩს კი "ბოლონიასთან" 25 აგვისტოს, საშინაო კედლებში გამართავენ.