Belive

მარტივად ახსნილი: რატომ გამოტოვებს კვარაცხელია მარტში გასამართ შეხვედრას?

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ეს სტატია არის ერთგვარი განმარტება: თუ რატომ მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ დისკვალიფიკაცია და სად იმალებოდა პოტენციური საფრთხე, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ავცდით.

ოფიციალური ინფორმაციით, 21 მარტს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გუნდს უპირობო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება.

საქმე ეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის (და არა ერთა ლიგის) დასკვნით ეტაპს, რომელიც პლეი-ოფის სისტემით იმართება. მთავარია, კარგად გავერკვეთ ამ ორი ტურნირის სპეციფიკაში, შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევასაც განვიხილავთ.

უფრო გავამარტივოთ

ევრო 2024-ზე 24 გუნდი იღებს მონაწილეობას. მათ შორისაა მასპინძელი გერმანია. 20 ქვეყანა ჯგუფური ეტაპიდან შეირჩევა, 3 კი პლეი-ოფის სისტემიდან.

შესაბამისად, საქართველოსა თუ სხვა ევროპული ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს (ამ შემთხვევაში, მასპინძელი გერმანიის გამოკლებით) ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, ორი გზით შეუძლიათ:

  1. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, ჯგუფური ეტაპზე 1-2 ადგილის დაკავებით;

  2. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილის დაკავების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფ სისტემაში გადასვლით და გამარჯვებით.

ანალოგიური გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლაშიც, როდესაც, ფინალურ შეხვედრაში, მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, ჯგუფური ეტაპი. საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს

დიახ, ბრძოლა გრძელდება, პლეი-ოფში, სადაც ერთა ლიგის C ლიგის გამარჯვებულის სტატუსით, საქართველო ნახევარფინალურ შეხვედრას ლუქსემბურგის ნაკრებთან გამართავს.

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთა ლიგის ტურნირზე, საქართველო B ლიგაში აღზევდება და უფრო ძლიერ გუნდებს შეერკინება - თუმცა ეს მომავალში მოხდება. მანამდე კი, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, პლეი-ოფში გადაინაცვლებს

რატომ არ აქვს ხვიჩა კვარაცხელიას 21 მარტს თამაშის უფლება?

იმიტომ, რომ ჯგუფურ ტურნირზე, ხვიჩამ 3 ყვითელი ბარათი ესპანეთის (სახლში), შოტლანდიისა და კვლავ ესპანეთის (გასვლა) ნაკრებებთან მიიღო, ეს ყვითელი ბარათები კი, ავტომატურად, პლეი-ოფის სისტემაში მის დისკვალიფიკაციას იწვევს.

არასწორი იყო შეხედულება, რომ თითქოს, მარტის პლეი-ოფ მატჩები ერთა ლიგას ეკუთვნოდა. არა, ერთა ლიგა უკვე დასრულებულია და მისი გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებია. ერთა ლიგამ, უბრალოდ, საქართველოს მისცა საშუალება, რომ დამატებითი გზით ებრძოლა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რამ გამოიწვია მომხდარი და სად უნდა ვეძებოთ პრობლემის არსი, იხილეთ ბლოგი, სახელწოდებით: კვარაცხელია არ ითამაშებს | და მან ეს არ იცოდა

სხვა სტატიები