Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი შემცირდა
Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
5 მილიონით შემცირდა ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომლის ფასიც ახლა ვებგვერდის ვერსიით, 80 მილიონი ევროა.
იტალიის ჩემპიონატში კვარაზე ძვირადღირებული კვლავ სამი ფეხბურთელია - ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი (110-110 მილიონი ევრო) და რაფაელ ლეაუ (90 მილიონი ევრო).
ხვიჩას გარდა, ფასის კლება ნეაპოლური გუნდის არაერთ მოთამაშეს, მათ შორის ვიქტორ ოსიმენს, ფრანკ ანგისას, სტანისლავ ლობოტკას, ჯაკომო რასპადორისა და პიოტრ ზელინსკის შეეხოთ.
სერია A-ს 16 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:
ლაუტარო მარტინესი - 110 მილიონი ევრო
ვიქტორ ოსიმენი - 110 მილიონი ევრო
რაფაელ ლეაუ - 90 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
ნიკოლო ბარელა - 75 მილიონი ევრო
დუშან ვლაჰოვიჩი - 60 მილიონი ევრო
ალესანდრო ბასტონი - 60 მილიონი ევრო
მარკუს ტურამი - 55 მილიონი ევრო
ტეო ერნანდესი - 55 მილიონი ევრო
ფედერიკო კიეზა - 50 მილიონი ევრო