ვინი ჯუნიორი, კვარაცხელია, ჰოლანდი - კვარა საუკეთესოთა შორის დასახელდა
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი sportskeeda ახალგაზრდა ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომელთაც 2022/23 წლების სეზონში გაიბრწყინეს და ყველაზე მაღალი საგოლე კონტრიბუცია გააჩნიათ.
- ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის თითქმის საუკუნოვანი რეკორდი გააუმჯობესა
- “რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება” – 433-ის პოდკასტი
- კვარაცხელია: “თავისუფლება ჩემი ხელწერაა” | სტატია New York Times-ში
გასაკვირი არაა, რომ 23-წლამდე ვარსკვლავთა საუკეთესო ოთხეულში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ისეთ ლეგენდებს შორის გაჩაღებული ბრძოლა, როგორიცაა: ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი თანდათან მცირდება. ამავდროულად, ევროპულ საფეხბურთო ასპარეზზე რამდენიმე ახალგაზრდა ვარსკვლავმა უკვე შეძლო თავის დამკვიდრება და სრულიად საფეხბურთო სამყაროს საკუთარი სახელი გააცნო.
ეს ახალგაზრდა ვარსკვლავები 2023/23 წლების სეზონში ფანტასტიკურად ასპარეზობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის სახელმძღვანელოებში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერონ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ სტატიაში განხილულია ევროპის მასშტაბით მოასპარეზე 4 ვარსკვლავი, რომელთა ასაკი 23 წელს არ აღემატება. (სტატისტიკა მოყვანილია 2023 წლის 15 მარტის მდგომარეობით).
4. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი")
"ბაიერნის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჯამალ მუსიალა გახლავთ. მიმდინარე სეზონში მუსიალამ ნათლად წარმოაჩინა, რომ მოედანზე გამორჩეული მოთამაშეა. მუსიალას განსაკუთრებული თვისება მისი ფეხის სისწრაფეშია და უნარში, რომ მეტოქე გუნდის მცველები ეფექტურად ჩამოიშოროს.
ბრწყინვალე შეტევის შედეგად მუსიალამ მიმდინარე სეზონში 15 გოლის გატანა შეძლო და თანაგუნდელები 12 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ამ ყველაფრისთვის მუსიალას მხოლოდ და მხოლოდ 34 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
3. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი")
ეჭვგარეშეა, რომ ამ დროისათვის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მისმა ბრწყინვალე მოქმედებებმა "რეალზე" პივოტური გავლენა მოახდინა.
ვინი ჟუნიორის სისწრაფე და მაღალი ტემპი ფლანგზე მოწინააღმდეგისთვის მომაკვდინებელია. მიმდინარე სეზონში "ბლანკოსის" მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში, ვინიმ 19 გოლის გატანა შეძლო და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
2. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")
2022/23 წლების სეზონი მისთვის შეიძლება შეფასდეს, როგორც: განსაკუთრებული. "ნაპოლის" საჩემპიონო ბატალიებში მისი კრეატიულობა უმნიშვნელოვანესია.
მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით კვარაცხელიამ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 15 საგოლე გადაცემა. ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე კვარამ უკვე შეძლო 4 საგოლე გადაცემის შესრულება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფენომენალური ასპარეზობის შედეგად, კვარაცხელია ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე მოექცა და დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულზე მასზე ნადირობა გაჩაღდეს.
1. ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი")
როდესაც ევროპის მასშტაბით მოასპარეზე მომაკვდინებელ თავდამსხმელებზე საუბრობ, ერლინგ ჰოლანდი ერთ-ერთი პირველია, ვისი სახელიც გახსენდება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჰოლანდი კიდევ უფრო გამოიწრთო და კიდევ უფრო დამანგრეველი გახდა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში, ჰოლანდმა 39 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. სიმბოლურია, რომ ის პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ბომბარდირია.
ჰოლანდი, თუ ამ ტემპის შენარჩუნებას შეძლებს კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის რეკორდის დამხობას უმოკლეს ვადებში შეძლებს.