"ერთი წლის განმავლობაში ის ტკვილი თან დაგვყვებოდა" - პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალი" 4:0 გაანადგურა და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა. აღსანიშნავია, რომ პეპისთვის ეს გამარჯვება ევროპაში მე-100 იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვარდიოლამ ტრადიციულად ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"სახლში თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობთ. ერთი წლის განმავლობაში ის ტკვილი თან დაგვყვებოდა. ვფიქრობ, დღევალნდელი საღამოს შემდეგ დაგვავიწყდება ის რაც გასულ სეზონში მოხდა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. ერთი წლის შემდეგ ვაჩნენეთ თუ რამდენად განსაკუთრებული გუნდი ვართ." - განაცხადა გვარდიოლამ .
"I had a feeling we had one year of pain in our gut, in our stomach.
— Football on TNT Sports (@footballontnt) May 17, 2023
"What happened last season, I think today went out everything that we had."
Pep Guardiola could feel this performance coming from Manchester City 💙
🎙 @TheDesKelly #UCL pic.twitter.com/7YjDF9mpXk
შეგახსენებთ, რომ "სიტი" ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.