"გიორგი სამსახურში" - ვალენსიამ მამარდაშვილის ვიდეო ქართულ ენაზე გამოაქვეყნა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიას" ოფიციალურმა გვერდმა თავისი გუნდის და საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ "ღამურებმა" ვარჯიშის დროს აქტიურ ფაზაში მყოფი 23 წლის ქართველი მეკარის ვიდეოს ქართული აღწერა მიუძღვნეს: "გიორგი სამსახურში".
გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 11 გოლი გაუშვა და 3-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
