Belive

კრისტალ პალასმა ლივერპულს ინგლისის სუპერთასი მოუგო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უემბლიზე ტრადიციული, სეზონის გამხსნელი საფინალო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს, ინგლისის სუპერთასისთვის (COMMUNITY SHIELD) ჩემპიონი ლივერპული და FA თასის მფლობელი კრისტალ პალასი უპირისპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პალასი შეხვედრას 2-ჯერ აგებდა, მათ ისტორიაში პირველად შეძლეს ამ ტიტულის მოპოვება.

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ლივერპულელთა მხრიდან გოლები ეკიტიკემა და ფრიმპონგმა გაიტანეს, კრისტალ პალასიდან კი ანგარიში ჯერ მატეტამ გაათანაბრა, შემდეგ კი სარმა.

ფრედ დასრულებული ძიირითადი დროის შემდეგ, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გამარჯვება კრისტალ პალასს დარჩა (3:2).

ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში ალისონ ბეკერი იყო და მამარდაშვილმა მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა, ქართველი მეკარის პირველმა ტიტულმა დროებით გადაიწია.

სხვა სტატიები