Belive

"ვალენსიას ერთ-ერთი დასაყრდენია - მიზნად გოლის არ გაშვება აქვს" - Marca მამარდაშვილის შესახებ წერს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება Marca-ი საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.

პოპულარული ესპანური მედია საშუალების ბეჭდური ვერსია 23 წლის ქართველი გოლკიპერის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას განსაკუთრებულ ამოცანად კარის მშრალად შენახვა აქვს დასახული.

"თქვენ უბრალოდ უნდა დააკვირდეთ გიორგი მამარდაშვილის რეაქციას მაშინ, როცა ის კარის მშრალად შენახვას ახერხებს. "ვალენსიას" ქართველი მეკარისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რა თქმა უნდა, კარის მშრალად შენახვა გუნდური სამუშაოა, მაგრამ მაინც ინდივიდუალურ გარჯაზეა დამყარებული.

23 წლის მეკარე "ვალენსიას" ამ გუნდის ერთ-ერთი დასაყრდენია. მიმდინარე სეზონში, "ღამურებმა" ლა ლიგის 10 მატჩში 11 გოლი გაუშვეს - საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლზე ოდნავ მეტი. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი ბოლო წლების შემდეგ, როდესაც ვალენსიამ გადაჭარბებული სიმსუბუქე აჩვენა თავდაცვით მოქმედებებში.

ათი მატჩიდან მათ სამში შეძლეს კარის მშრალად შენახვა, ეს იყო "ლას პალმასთან" (1:0), მადრიდის "ატლეტიკოსთან" (3-0) და "კადისთან" (2:0). ყველა დანარჩენში "ვალენსიამ" გოლი გაუშვა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე ამ სეზონში კარგ ციფრებს ინარჩუნებს. ასე რომ, მისთვის კარის მშრალად შენახვა გამორჩეულად მნიშვნელოვანი ამოცანაა" - წერს Marca-ი.

გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 11 გოლი გაუშვა და 3-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები