Belive

კვარაცხელია: "არ ვუსმენ იმას, სხვები რას ამბობენ - ნაკრებზე ვფიქრობ"

6 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

მიუხედავად ძალიან კარგი გუნდური თამაშისა, ხვიჩა კვარაცხელიამ და საქართველომ თურქეთის ნაკრებთან, ჩვენთვის სადებიუტო შეხვედრა დათმო (1:3). ნეიტრალურად განწყობილ მაყურებლებზე მატჩმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს ნაკრებმა დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, ქართულ და უცხოურ გამოცემებში ისევ იწერებოდა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებულ მოვლენებზე. თავად ხვიჩამ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე და კონკრეტული განცხადება გააკეთა.

თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს მომავალს მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ.

არ ვუსმენ რას საუბრობენ სხვები ამ თემაზე. მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ და ვცდილობ გუნდს 100%-ით დავეხმარო. - განაცხადა კვარცხელიამ Sky Italy-სთან

ხვიჩას ტრანსფერზე საუბარი ისევ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულ ტელეკონპანიაში, კვარას მამამ და ფეხბურთელის აგენტმა , მამუკა ჯუღელმა ისაუბრეს იმაზე, რომ კლუბის ცვლილებას ემხრობიან.

სხვა სტატიები