Belive

გარეთ საუთგეიტი: "ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ ეს შეიძლება კარგიც იყო"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებმა ევრო2024-ის თავისთვის გამხსნელი შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტში ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. თამაში ნელი ტემპითა და მომენტების სიმცირით გამოირჩეოდა, რამაც შთაბეჭდილება შექმნა, რომ ინგლისის ნაკრები შეხვედრის მოგებას ძალების დაზოგვის ხარჯზე აპირებდა. გარეთ საუთგეიტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საკუთარ გუნდზე ისაუბრა.

დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი გოლის გატანასაც დავიწყებთ. როცა ერთ ხაზზე განლაგებულ ნომინალურ 5 მცველს ეთამაშები, მომენტების შექმნა ძალიან ძნელია. 1 გოლი გავიტანეთ და ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ცოტა ვიწვალეთ, რაც ვფიქრობ, კარგია ჩვენთვის, საკუთარი საჯარიმოს ხშირად დაცვა მოგვიხდა და ეს ზეწოლა მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგან საქმეს თავი კარგად გავართვით.

ჩვენ გვქონდა შანსები, რომ კიდევ გაგვეტანა და თამაში "მოგვეკლა", რაც ვერ მოვახერხეთ. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, თამაშის ხარისხი კი პირველ ტაიმში მომეწონა - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა

C ჯგუფში ინგლისი ერთპიროვნული ლიდერია, სლოვენიასა და დანიას თითო ქულა აქვთ, სერბეთი კი შესაბამისად უქულოდაა. მომავალ ტურში ინგლისის ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები