Belive

კვარაცხელიას მამა და აგენტი კლუბის შეცვლას ემხრობიან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართული ტელეკომპანიის სპორტულ გადაცემაში სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია და ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი იმყოფებოდნენ. საუბრის ძირითადი ნაწილი ხვიჩას სამომავლო კარიერას შეეხებოდა. მამუკა ჯუღელმა თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ნაპოლის რა გეგმებიც აქვს, 60%-თაც რომ შესრულდეს, ვამბობ, რომ ისევ ჩემპიონები გახდებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა უნდა. ჩვენ წასვლა გვინდა, მაგრამ მთელი ოჯახი ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ველოდებით. ხვიჩას ამ თემაზე არ ველაპარაკებით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის გუნდია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ კვარა ერთ წელიწადს კარგავს, რადგან გუნდი ევროტურნირზე ვერ მოხვდა - განაცხადა მამუკა ჯუღელმა
პირველად ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს.

გუნდმა წელიწადში 4 მწვრთნელი გამოიცვალა, რაც ამას მაფიქრებინებს. მაგრამ ხვიჩა გადაწყვეტილებას თავად მიიღებს - ეს კი ბადრი კვარაცხელიას კომენტარია

როგორც იტალიურ, ასევე ფრანგულ პრესაში ხშირად იწერებოდა ურთიერთგამომირიცხავი ინფორმაციიები იმის შესახებ, რომ კვარა "ნაპოლის" დატოვებს და მისი მომავალი კლუბი "პსჟ" იქნება, ან მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გაყიდვას არ აპირებს და ანტონიო კონტე გუნდის შემოკრებას კვარაცხელიას გარშემო აპირებს.

სხვა სტატიები