Belive

Rugbyrama: ლევან ჩილაჩავა Top 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტური სარაგბო საკლუბო ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, "კასტრისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, 27:18 დასრულდა.

"კასტრის" გამარჯვებაში ლომის წილი ლევან ჩილაჩავამ დაიდო. ქართველმა ბურჯმა მოედანზე 56 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩილაჩავას კარგი თამაში ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ შეაფასა და ქართველი ბურჯი Top 14-ის 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

Rugbyrama 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი

ხაზი: 9. გრაუ, 10. ბურო, 11. რეიბიე, 12. სერფონტეინი, 13. სეუტენი, 14. ნაკოსი, 15. ჟამინე.

შერკინება: 1. კოლინგარი, 2. შა, 3. ჩილაჩავა, 4. რიბანსი, 5. ტუილაგი, 6. კროსი, 7. გოდენერი, 8. ალდრიტი.

შეგახსენებთ, Top 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. "კასტრი" 58 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და უკანასკნელ ტურში "ბაიონას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები