ლუკა მატკავა TOP 14-ის გუნდში ითამაშებს
3 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
ქართველი მორაგბე ლუკა მატკავა სამედიცინო ჯოკერის სტატუსით TOP 14-ის კლუბს ფრანგულ "კასტრს" დაემატება, ინფორმაციას L'equipe აქვეყნებს. გამოცემის ცნობით 23 წლის სპორტსმენი გუნდში უახლოეს დღეებში ჩავა, ის ტრავმირებულ პიერ პოპელინს შეცვლის, რომელმაც გასულ თვეში ოპერაცია გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომელიც სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ "კასტრის" ღირსებას ქართველი ბურჯი, ლევან ჩილაჩავა იცავს.
Le Castres Olympique a trouvé son joker médical pour remplacer Pierre Popelin, blessé aux adducteurs. Luka Matkava, le talentueux demi d'ouverture international géorgien, devrait rejoindre le club tarnais pour la fi... https://t.co/Bsa8Mx58Tk
— Dailysports (@DailySportsFR) March 30, 2025