Midi Olympique | ლუკა მატკავას Top 14-ის კიდევ ერთი კლუბი აკვირდება
7 თვის წინ
რაგბი
1 წთ
"კასტრში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დამატებული ლუკა მატკავას დებიუტი Top 14-ის 22-ე ტურში, "ტულუზის" წინააღმდეგ შედგა. ჩემპიონატის ლიდერთან გასვლით მატჩში, "კასტრი" განადგურდა, თუმცა ლუკა მატკავამ სადებიუტო მატჩში კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და 2 ჯარიმის გატანაც შეძლო.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Midi Olympique აღნიშნავს, რომ ლუკა მატკავას მიმართ ინტერესს, Top 14-ის კიდევ ერთი კლუბი იჩენს. "ბაიონა" მომავალ სეზონში გაძლიერებას გეგმავს და 23 წლის ქართველს აქტიურად აკვირდება.
"კასტრში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გადასულ ლუკა მატკავას "ბაიონა" აქტიურად აკვირდება. Top 14-ში მისი მომდევნო პერფორმანსები, პოტენციურ ტრანსფერზე დიდ გავლენას მოახდენს. - Midi Olympique.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მატკავა "კასტრში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დამატებამდე, ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" ღირსებას იცავდა და 39 მატჩში 307 ქულის დაგროვება შეძლო. მატკავამ "ბორჯღალოსნების" კვართი 28 მატჩში მოირგო და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ითამაშა.