Belive

Planet Rugby | 2026 წელს საქართველოს საერთაშორისო ტურნირზე მიიწვევენ

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planet Rugby საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2026 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალ საერთაშორისო ტურნირზე მიიწვევენ.

Planet Rugby მსოფლიო რაგბის ერთა ლიგის შესახებ აკეთებს მინიშნებას. მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგისა და ჩელენჯერის სერიების შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ 2 თვის წინ გავრცელდა და მონაწილე ერებიც ცნობილია, გამოცემა ვარაუდობს, რომ ცვლილებები გარდაუვალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული სარაგბო გამოცემის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველო იქნება ერთ-ერთი, რომელიც 2026 წელს ახალ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად იქნება მიწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ "დრუას" შექმნისა და იაპონიის კომერციული ზრდის შემდეგ, მთელი ყურადღება ფიჯისა და იაპონიაზეა მიპყრობილი - საქართველოსა და პორტუგალიის ჩამოწერა ნაადრევია. რატომ? როგორც უკვე აღვნიშნეთ, იაპონია და ფიჯი ორივე მონაწილეობენ წყნარი ოკეანის ერთა თასში, რომელსაც მსოფლიო რაგბი მართავს. ტურნირზე აშშ, კანადა, ტონგა და სამოაც მონაწილეობენ, რაც ფიჯისა და იაპონიისთვის გარანტირებულად ნიშნავს მინიმუმ 4-5 ტესტ მატჩს.

ასე რომ, მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე ფიჯისა და იაპონიის დამატებით, შედეგად მივიღებთ, რომ ნოემბრიდან ივლისის ჩათვლით, მათი შესაბამისი სატესტო სეზონები შეუფერხებლად გაგრძელდება, რაც კოლოსალურად დიდი რაოდენობით მოგზაურობასა და რესურსს საჭიროებს. -
იმავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს, როგორც რაგბი ევროპის დომინანტ ძალას, რაიმე საფრთხე დაემუქროს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობს და ნაკრების მოთამაშეთა ძირითად ბირთვს, მაღალი დონის ევროპულ საკლუბო ტურნირზე თამაშის გამოცდილებას სძენს. მიუხედავად იმისა, რომ რაგბის მსოფლიო თასზე წარუმატებლად იასპარეზეს, ძნელია არ დაინახო, რომ "ბორჯღალოსნები" აგრძელებენ ზრდას. ევროპაში ქართველები ყველას ამარცხებენ.

თუ იაპონიისა და ფიჯისთვის წყნარი ოკეანის ერთა თასზე ასპარეზობა პრიორიტეტულია, არაა გამორიცხული, რომ იაპონიას ან ფიჯის - განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე სათამაშოდ, რესურსი არ ეყოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ფიჯელი მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ კლუბებთანაა დაკონკრაქტებული - საქართველო მსგავსი პრობლემის წინაშე არ დგას. -

სხვა სტატიები