ერთა ლიგის პროექტი დამტკიცდა - ბორჯღალოსნები ჩელენჯერზე ითამაშებენ
24 ოქტრომბერს, პარიზში გამართულ სამიტზე, მსოფლიო რაგბის მესვეურებმა ერთა ლიგის პროექტი ოფიციალურად დაამტკიცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, Rugbyrama ავრცელებს.
Lors d'une réunion au sommet ce mardi 24 octobre à Paris, World Rugby a validé la création de la Nations Cup, à l'horizon 2026. Dans son sillage, c'est un bouleversement des calendriers qui se profile...
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) October 24, 2023
Plus d'infos : https://t.co/5bjFAOlzyd pic.twitter.com/isQtBdxPxY
ერთა ლიგაში 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლებთან ერთად, მიწვეული გუნდის სტატუსით იაპონია და ფიჯი იასპარეზებენ.
მსოფლიო რეიტინგის მიხედვით 13-24 პოზიციაზე მყოფი ერები კი ჩელენჯერის სერიაზე ითამაშებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო - პორტუგალიას, სამოას, ტონგას, ურუგვაის, აშშ-ს, ესპანეთს, რუმინეთს, ნამიბიას, ჩილეს, კანადასა და ჰონგ კონგს დაუპირისპირდება. ეს შეჯიბრი კი სტარტს 2026 წლიდან აიღებს.
ამავე შეჯიბრში, გავარდნა-აღზევების პლეიოფი 2030 წლიდან ამოქმედდება, თუმცა „ჩელენჯერის სერიის“ პირველ და მეორე ადგილოსნები პლეი-ოფის სისტემით პირველი დივიზიონის ბოლო ორ გუნდს დაუპირისპირდებიან და მხოლოდ იქ წარმატების შემთხვევაში, შეძლებენ პირველ დივიზიონში დაწინაურებას.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბის ახალი წესების მიხედვით, 2027 წლის მსოფლიო თასზე, რომელსაც ავსტრალია უმასპინძლებს, 24 ნაკრები ითამაშებს.