Belive

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

11 საათის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. პრინციპული დაპირისპირება 21 თებერვალს, 15:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე შედგება.

შვეიცარიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ესპანეთის წინააღმდეგ ჩვენი ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი 15-ნომრად, ფულბექის პოზიციაზე ითამაშებს.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).