ფიჯელები მსოფლიო თასისთვის რთულ პირობებში ემზადებიან
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სამშობლოში გადის და 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადება.
ფიჯელები ურთულეს პირობებში ვარჯიშობენ და მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს იღებენ.
შეგახსენებთ, რომ ფიჯი 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში: საქართველოს, უელსის, ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება, 30 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.