2-გზის მსოფლიო ჩემპიონი წავიდა - კიტშოფმა კარიერა ტრავმის გამო იძულებით დაასრულა
33 წლის სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ - სტივენ კიტშოფმა სარაგბო კარიერა იძულებითი ტრავმის გამო დაასრულა.
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იძულებული გახდა რაგბისთვის თავი დაენებებინა კისრის სერიოზული ტრავმის გამო, ეს ინფორმაცია კი მისმა ყოფილმა კლუბმა "სტორმერსმა" ოფიციალურად დაასტურა.
აფრიკელამ პირველხაზელმა კისრის მძიმე ტრავმა 2024 წელს მიიღო, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო...
The end of an era. What a journey it has been with @StevenKitshoff 🩶💙
— DHL Stormers (@THESTORMERS) February 25, 2025
Full announcement https://t.co/vuluraHUsm#iamastormer #kitsie pic.twitter.com/sLFKRNkVIP
„პირველადი თერაპიის გავლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება სტაბილიზირებულ ოპერაციაზე. ვრცელი სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, მას დარჩა კისრის როტაცია მნიშვნელოვნად შემცირებული და სპეციალისტი ნეიროქირურგის რჩევა იყო, რომ თუ ის თამაშს განაგრძობდა, იქნება სხვა ტრავმის მაღალი რისკი..." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში
33 წლის კიტშოფმა, სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 2-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონობა. პირველად 2019 წელს იაპონიაში, მეორედ კი 2023 წელს პარიზში.
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა, მას შემდეგ კი "ბოკეს" რიგებში სისტემატიურად თამაშობდა.